November 14, 2013

ჩვენი სოფლის პრობლემები

ჩვენი სოფლის პრობლემები

სოფელ მონასტრის ძველისძველი ტაძარი რესტავრაციას საჭიროებს


ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა დაგვეთვალიერებინა სოფელ მონატერში მდებარე ძველისძველი დანგრეული ტაძარი , რომლის ნაწილი მიწის ქვემოთა მოქცეული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ გუმბათიღაა დარჩენილი, სადაც მოსახლეობა სანთელს ანთებს და ლოცულობს. იქ რამდენიმე ხატიცაა, ხალხის მიერ შეწირული. ტაძარს, როგორც შევიტყვეთ, სამი შესასვლელი ჰქონდა, ასევე არსებობდა გვირაბიც, რომელიც არ ვიცით, სად გადის, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ მტრის შემოსევების დროს ქალები და ბავშვები იმალებოდნენ. გადმოცემის თანახმად, ტაძარი სწორედ მტრებმა ააოხრეს, მოსახლება ეკლესიაში ამოწვეს, ამას აქ აღმოჩენილი ადამიანთა ნაშთებიც ამტკიცებს. მონასტრის ეკლესია სამი წმინდანის სახელობის უნდა იყოს: ღვთისშობლის, წმინდა მარინესა და წმინდა გიორგის. დღესდღეობით ეკლესია სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს.. ადგილობრივები ცდილობდნენ ტაძარი გაეწმინდათ, მაგარამ ეს უფრო საზიანო აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ არქეოლოგთათვის საინტერესო იქნება სოფელ მონასტრის ტაძრის დათვალიერება.




სარკინიგზო გვირაბის მშენებლობამ მოსახლეობა დააზარალა

                               
  ბოლო პერიოდის განმავლობაში,ჩვენი სოფლის მოსახლეობა საკმაოდ დიდი   პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.ორი წლის წინ სოფლის გარკვეულ ტერიტორიაზე   დაანგრიეს სახლები,მეპატრონეებს ფულადი კომპენსაცია გადასცეს და დაიწყო  სარკინოგზო გვირაბის მშენებლობა,რომელის ჩინური კომპანიის მიერ იყო დაფინანსებული.აქ დასაქმებულია ჩინელი მოსახლეობა,რომლებმაც ბინა ჩვენს სოფელში დაიდეს.ამბობენ,რომ მათ ქართული გვარებიც კი მიუღიათ. 




 იმის გამო,რომ არსებული ტერიტორია გეოლოგების მიერ სათანადოდ არ იყო

 შესწავლილი და შემოწმებული,წარმოიშვა გარკვეული ტიპის პრობლემები


კერძოდ:დაირღვა ბუნებრივი ბალანსი,

დაშრა ჭები,დაბინძურდა სასმელი წყალი.   მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს
 იმასთან დაკავშირებით,რომ 
საგრძნობლად გაიზარდა ქვეწარმავალთა რიცხვი.ყოველივე წემოთხსენებული
 უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას.
  ამასთან ერთად,ძლიერი აფეთქებების
 შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი 




დაზიანდა,რამდენიმე მათგანი დანგრევის

 პირასაა მისული.„აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, შეიძლება ყოველ წუთს ჩამოინგრეს სახლი და მოგვიყოლოს,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
  მოგეხსენებათ,ქვიშხეთი საკურორტო ზონაა,თუმცა წელს საგრძნობლად შემცირდა დამსვენებელთა რიცხვი,რაც, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა  მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე



აი, ასე გამოიყურება ერთერთი სახლის დაბზარული კედელი







0 comments:

Post a Comment