November 15, 2013

ქვიშხეთი... ჩვენი ქვიშხეთი

                              ქვიშხეთი... ჩვენი ქვიშხეთი
                              
   
საქართველოში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ქვიშხეთი რომ არ იცოდეს. სოფელი   ლიხის ქედის კალთებზეა შეფენილი.იგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზის გასაყარზე მდებარეობს. უმშვენიერესი ბუნება, ბარისა და მთის შეზავებული მშრალი კლიმატი ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას, ამიტომაც აქ მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლდა.
 
ქვიშხეთი არამარტო  მდებარეობით  გაუნებივრებია ღმერთს, არამედ იმითაც, რომ   მასთან არაერთი სასიქადულო მამულიშვილის სახელია დაკავშირებული. იმის გამო, რომ ამ სოფელში დიდ საზოგადო  მოღვაწეს,  მეცენატს, დიმიტრი ყიფიანს ეგდა    სტუმართმოყვარე სახლი, სოფელს ხშირად  სტუმრობდნენ ჩვენი  ბუმბერაზი პოეტები: ილია  და  აკაკი,  მიხეილ ჯავახიშვილი,  ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე,  პავლე ინგოროყვა, შალვა ნუცუბიძე, კონსტანტინე  გამსახურდია,  ტიციან  ტაბიძე და სხვანი .
ქვიშხეთში ხშირად იმყოფებოდა რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი,მიზეზი კი მისი და გახლდათ,რომელიც სუმბათაშვილების რძალი იყო.
   
ჩვენს სოფელში უცხოვრია  და აქ გაუკეთებია საბოოლო რედაქცია ,,სიტყვის კონისთვის ,,სულხანსაბა ორბელიანს.
   1935-37
წლებში ქვიშხეთში ისვენებდა და ,, ვეფხვისტყაოსანს" უკრაინული  ენაზე თარგმნიდა მიკოლა ბაჟანი .
 
ქვიშხეთში თარგმნა აგრეთვე  . ზაბოლოცკიმ ,, ვეფხვისტყაოსანი." 1949 წელს ჩვენს სოფელში თარგმნიდა  რუსთველის  უკვდავ პოემას ავსტრიელი ჰუგო ჰუპერტი.
     
რეჟისორმა  სიკო დოლიძემ ქვიშხეთში  გადაიღო იმ დროისათვის ძალიან გახმაურებული  ფილმი ,, დარიკო"
       
ულამაზესი ბუნება, ცივი, ანკარა წყაროები, უძველესი კულტურული   მემკვიდრეობის  ძეგლები, ტრადიციული სპორტულ-კულტურული  საღამოები,   კომფორტული  საოჯახო  ტიპის სასტუმროები, საინტერესო ტურისტული ბილიკები, სტუმართმოყვარე  ხალხი,მრავალფეროვანი სამზარეულო,აი მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელთა გამოც აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენს სოფელს....

  
                                  
                                                                 ჩვენი სკოლა
                                   




                                                               
                                                           ბუნების ძეგლები




                      სამქვა                                                                            ორჯამიანა                                                                                        
    
                                                               მთის წყაროები





ბულბულისციხის ტბა






















0 comments:

Post a Comment