November 14, 2013

ჩვენი სოფლის განვითარების პერსპექტივა

                                 ჩვენი სოფლის განვითარების პერსპექტივა

  Ø  ეკონომიკური თვალსაზრისით, სოფლის განვითარების პერსპექტივას ქმნის  სარკინიგზოგვირაბის მშენებლობა,  (როგორც ინფრასტრუქტურის, ამავდროულად  მოსახლეობის დასაქმების  თვალსაზრისი  )
  Ø     საკურორტო ზონიდან გამომდინარე, იქმნება პერსპექტივები ტურისტული  ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის.
  (საოჯახო ტიპის სასტუმროები, დასასვენებელი სახლები)
  Ø     სოფლის მეურნეობის  განვითარების კუთხით, პერსპექტიულია მემინდრეობისა და მევენახეობის განვითარება.      სოფელში  ფუნქციონირებს  წვენების მინიქარხანა,
 აშენებულია  კიდევ რამდენიმე არაფუნქციონირებადი მცირე საწარმო, არის  პერსპექტივა მათი ამოქმედებისა.
  Ø     სოფლის უკეთ რეკლამირებით, შესაძლებელია, ქვიშხეთი ჩაერთოს  საექსკურსიო მარშრუტებში. (დიმიტრი ყიფიანის    სახლ-მუზეუმი, სუმბათაშვილების სასახლე, კოშკი, რამდენიმე ეკლესია-მონასტერი)
  Ø      აგრეთვე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ქვიშხეთის მონაკვეთიდან   შესაძლებელია  ტურისტული მარშუტების    ორგანიზება სხვადასხვა  მიმართულებით.
    შესაძლებელია ჯომარდობა მდინარე მტკვარზე.
  Ø       პერსპექტიულია ბუნებრივი წყაროების სამრეწველო თვალსაზრისით  გამოყენება.
  Ø        შესაძლებელია საბაგირო გზის ამოქმედება ,, მთაწმინდიდან ‘’ სოფლის ცენტრამდე.
  Ø       პერსპექტიულია მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობის  განვითარება, ასევე მეფრინველეობის    მინისაწარმოს ორგანიზება .
Ø  30-იან წლებში ინტენსიურად  მოიჭრა ხე-ტყე, პერსპექტივაში აუცილებელია  გარემოს აღდგენითი სამუშაოების  ჩატარება-განახლება. ( დასაქმება ადგილობრივი მოსახლეობა)

0 comments:

Post a Comment