ლეკიანობა ქვიშხეთში,სოფლის დაცარიელება და ხელახალი დასახლება
XVIII საუკუნის
ბოლოსა და
XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში მცხოვრები კომლები განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად თითქმის განადგურდნენ.ოსმალთა და ყიზილბაშთა შემოსევების დროს ქართლმა დიდი ზარალი განიცადა,მათ შორის ქვიშხეთმა,ლეკები სოფელში ოსმალეთიდან გადმოდიოდნენ,ხალხი თავდაცვის მიზნით აბაშიძეების ციხე–სიმაგრეს აფარებდა თავს.
1748 წელს ლეკთა დიდი რაზმი მოულოდნელად მოადგა აბაშიძეების ციხე–სიმაგრეს,მეციხოვნეები ამოხოცეს,დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს.ამ თავდასხმის შედეგად თითქოს მთელი სოფელი დაცარიელდა.უარეს დღეში ჩავარდა სოფელი შოლისპირი,რომელიც ისე დაცარიელდა,რომ XVIII საუკუნის 80–იანი წლებიდან ნასოფლარად იქცა.
XIX საუკუნის
დასაწყისში
იწყება ქვიშხეთის
ხელახალი
დასახლება.სოფელში ბრუნდებიან
XVIII საულუნეში ლეკიანობის დროს გაქცეული გლეხები,იმერეთიდან ბრუნდებიან ლაცაბიძეები, ღონღაძეები,ბლუაშვილები, გიგიტაშვილები,სუთიაშვილები, გომარლები,გურგენიძეები,რობაქიძეებილომიძეები,გელაშვილები ......
1865 წელს
ქვიშხეთში 45 კომლი ცხოცრობდა.ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო,სოფელი სწრაფად იზრდებოდა და უკვე 20 წელიწადში 145 კომლს აღწევს.XIX საუკუნის ბოლოს ქვიშხეთის დასახლება ინტესიურ ხასიათს იღებს და XX საუკუნის დასაწყისში თითქმის დღევანდელ სახეს ღებულობს.
ქვიშხეთის
და მის მიმდებარე
სოფლების
განაშენინებაში დიდი როლი ითამაშა 1886–90 წლებში წიფის გვირაბის გაყვანამ.იმერეთის სოფლებიდან და სხვა მხარეებიდან გცირაბისა და რკინიგზის მშენებლობაზე ჩამოსული გლეხები,აქვე ნასოფლარებზე სახლდებიან.ასე მოხდა ბეღლითას,მონასტრის და მჭედლიშვილების უბნის ხელახალი აღორძინება.
ქვიშხეთლები მიწათმოქმედები იყვნენ,იშვიათად აკეთებდნენ მთაში ახოებს.მათი ძირითადი სამეურნეო დარგები იყო:
მემინდვრეობა,მევენახეობა და მესაქონლეობა.მარცვლეულის შესანახად იმერეთის გავლენით ბეღლებს აკეთებდნენ.ქვევრები სოფ.ალიდან ან შროშიდან შემოჰქონდათ.ხშირად რამდენიმე გლეხს საერთო მარანი ჰქონდა,დიდი საწნახელით,სადაც რიგ–რიგობით წურავდნენ ყურძენს.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქვიშხეთელთა დიდი სიყვარული ვენახისადმი. ამ სიყვარულის შედეგია ის,რომ მათ მიერ გამოყვანილია ვაზის ჯიში "ქვიშხურა".
ქვიშხეთლები კარგი ქვით მშენებლები იყვნენ და უფრო უკეთესი დურგლები.ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი ოსტატობით ნაგები ძელური სახლები და აგურით ნაგები შენობები.
XX საუკუნის
60–იან წლებამდე ქვიშხეთში უმეტესად ხის შენობები ედგათ,ფიცრული ან ძელური,იშვიათად იყო ქვითკირის ნაგებობებიც.ქვის სამტეხლოდან(კარიერიდან) მოტეხილი ან რიყის ქვით ნაშენები.სახლები ყავრით იყო დახურული.(ყავარი – ნაძვის ხის მორებისაგან (ხდიდნენ) დამზადებული თხელი ფიცრები).წყლის წისქვილები მდინარე შოლაზე და მონასტრიდან ჩამომავალ ღელეზე იყო გამართული.დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე მათგანი.
0 comments:
Post a Comment