November 15, 2013

ქვიშხეთის ისტორიული მდგომარეობა

ქვიშხეთის ისტორიული მდგომარეობა

        
     
ქვიშხეთი მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 730 ზე. "შოლის პირის დასავლეთით,შოლისავ კიდეზედ არს ქვიშხეთი,ზაფხულის ჰავითა ამო,შუენიერი,ზამთარ ცივი ქარიანი,საჭირო"–გვამცნობსდიდი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი.



დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "ქვიშიანიმიწა ნიადაგის აღმნიშვნელ სახელად რაჭაშიც და,რა თქმა უნდა,სხვაგანაც საქართველოშიც იხმარება... ეს სიტყვა არაერთ გეოგრაფიულ სახელშიც არის აღბეჭდილი.მაგ.ცნობილია,ტაშისკრის მახლობლად მდებარე ადგილი,რომელსაც ქვიშხეთის მინდორი ეწოდება.ჟამთაღმწერელს ნათქვამი აქვს "დადგეს ტაშისკარს" ქვიშხეთის მინდორსო. "ეხლაც არსებობს სოფელი და აგარაკი, რომელსაც ქვიშხეთი ეწოდება."




სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ნიადაგის აღმნიშვნელი სიტყვიდან ქვიშაქვიშეთი, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო ახლანდელი ფორმა, მართლაც იმ დიდ ვაკეს, რომელიც შოლის შესართავიდან მტკვრის მარცხენა ნაპირს მისდეცს და ქვიშიანია, ადრე ქვიშხეთის მინდორს უწოდებდნენ. აქედან წარმომდგარა სოფლის სახელწოდებაც.
         
სოფელს ჩრდილოაღმოსავლეთი მხრიდან ლიხის ქედი ესაზღვრება, რომელიც ძირითადი კლიმატგანმსაზღვრელი ფაქტორია, შავი ზღვიდან წამოსული თბილი ნოტიო ჰაერის მასები ერწყმის მთების ჰავას, რომლებიც სამი მხრიდან აკრავს ქვიშხეთს, სწორედაქ არის შერწყმული ზღვისა და მთის კლიმატი, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს და რომელმაც ქვიშხეთი საკურორტო ზონად აქცია.(კურნავს ბრონხებს).
             ლიხის ქედი საქართველოს ორ ნაწილად ყოფს,ძველი წყაროებით "ლიხთიმერად" და "ლიხთამერად". "ფრიად მაღალი შამბნარი", – ასე განმარტავს ლიხს სულხანსაბა ორბელიანი. ლიხის ქედის უმაღლესი მწვერვალები ქვიშხეთის ტერიტორიაზე არის "ბებერსერი", "ბაირაღი" (1200–1300).


ქვიშხეთის ხედი მთაწმინდის მამათა მონასტრიდან.
     
მონასტერი გადმოჰყურებს არა მარტო ქვიშხეთს, აქედან კარგად ჩანს შიდა ქართლის ვაკე, მტკვრის ხეობა, ბორჯომის  ხეობის დასაწყისი, ლიხის ქედი, მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მთები.          





0 comments:

Post a Comment