ქორწილი ზარბაზნების გრიალში
1745 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ქვიშხეთის მაღლობზე მდგარ ციხე-სიმაგრეს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი მიადგა. მათ შორის ზურაბ აბაშიძის სიმამრი, სამეფო მდივანბეგი, იოანე ორბელიანიც იყო. მოსულებს ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე, ანუკა შეეგებნენ. სტუმრები დიდ დარბაზში მიიწვიეს. იოანემ ანუკას მეფე თეიმურაზის ბარათი გადასცა. ქართლის მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახუშტის ძმის- ზაალ აბაშიძის ასულს ითხოვდნენ შვილისათვის– კახეთის მეფე ერეკლესათვის, რომელიც ამ დროს უკვე გაცილებული იყო პირველ ცოლს ყაფლანაშვილის ასულს.
მეორე დღესვე გადავიდა ანუკა ბატონიშვილი მაზლთან და სასიხარულო ამბავი აცნობა. ქორწილის დღეც დათქვეს. იოანე ორბელიანმა თანხმობის წერილი წაუღო მეფე თეიმურაზს. ქორწილის წინა დღეს დიდი სამზადისი იყო. სამოც წელს მიტანებული თავადი ვახუშტი თვითონ ხელმძღვანელობდა საქორწილო მაგიდის გაწყობას, ბატონმა ,,ქვიშხურა“ არ იკმარა და კახეთიდან ტიკჭორებით მოატანინა ღვინო. დაიკლა ხარი და მოზვერი, უამრავი ქათამი, საქაორწილო მაგიდა ხორაგს ვერ იტევდა.
შაბათ დილას უამრავი სტუმარი ეწვია სოფელს. ხეობიდან ავალიშვილები, ზემო იმერეთიდან აბაშიძეები, ქართლის უძლირესი ფეოდალები: ორბელიანები, ბარათაშვილები, ერისთავები...
გულისფანცქალით ელოდა საპატაძლო ანა აბაშიძე სამეფო მაყრიონის მოსვლას. თეიმურაზი და ერეკლე თბილისიდან ქორწილის წინა დღეს გამოვიდნენ. ,, ორი მეფენი, სათნონი ღმრთისანი და საქებელნი კაცთანი, მიბრძანდნენ ქვიშხეთს სახლსა ვახუშტი აბაშიძისასა"

ერეკლე II
1744 წელს დამტკიცა ირიანის შაჰმა კახეთის მეფედ, რომელსაც არა მარტო კახეთი, არამედ მთელი საქართველო სასოებითა და იმედის თვალით შესცქეროდა. მან ხომ, ჯერ კიდევ 15 წლისამ, ქიზიყში, ნეიშანის მინდორზე სასტიკად განადგურა ლეკთა ჯარი. ქორწილამდე ორი წლით ადრე კი საგურამოსთან შებრძოლა ლეკ-თურქთა ახალ ჯარს, რომელსაც უწარჩინებულესი ბელადი მალაჩი ხელმძღვანელობდა. ლეკ-თურქთა ჯარმა უკან დაიხია და არაგვის მარჯვენა სანაპიროზე გამაგრდა, სანგრები შეკრეს დაძლიერი თოფის სროლა ატეხეს ,, მაშინ შეუხვდა ძე მეფისა ირაკლი არაგვსა და პირველ ყოველთასა თვით განვლო ფონი იგი. ხოლო მხილველთა სპათა არღა ჰრიდეს საშინელებასა წყალთასა და შეუდგნენ ყოველნი სპანი მისნი და იქმნა ბრძოლა უძლიერესი. და ვინაიდან ოსმალ-ლეკნი უმეტესობდნენ და ძლიერსა ამას ომსა შინა პირველი მიუხდა რაკლი ძე მეფისა და დაღესტნის პირველ ბელადი მალაჩი თვით მოჰკლა . ხოლო სიკვდილსა მისა მყის იძლივნენ ოსმალ- ლეკნი და მიჰყვნენ ესენიცა ვიდრე ქსანს გაღმა ოკმამდე და მრავალი მოსწყვიდეს და დაიჭირეს“.
იმ დროს როცა ,, პატარა კახი“ საქორწილოდ ემზადებოდა, სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამგრებულიყო და თეიმურაზ II მას ეომებოდა. ყიზილბაშთა და ქართველთა შერთებულმა ლაშქარმა ციხე იერიშით ვერ აიღო. თეიმურაზმა სანგრები გაათხრევინა და ალყა შემოარტყა მას.
დაიწყო ქორწილი.მეფე ერეკლემ ქვიშხეთური ღვინის დაგემოვნება მოისურვა.
– აქაურ ღვინოს სიმჟავე დაჰკრავს, მწკლარტეა, კახურს რას შეედრებაო,– მიუგეს ქვიშხეთლებმა. თან სწრაფად მოართვეს ქვიშხურა გასასინჯად. ერეკლემ ერთი ჯამი შესვა , მომდევნო სადღეგრძელოც,, ქვიშხურათი" დალია. –ეს რა საიამვნო სასმელიაო,– თქვა და ქორწილის ბოლმოდე ქვიშხურა სვა. იმერლებმაც ჩვენებური ღვინო ამჯობინეს კახურს. მეტიც, ზაალ აბაშიძის ბრძანებით, იმავე შემოდგომაზე ,ქვიშხურას“ ჯიშის კალმები აჭრეს და იმერეთში დარგეს.

·
კახელები შეთვრნენ და მრავალჟამიერი დაგუგუნეს. ორი კუთხის ქართველთა შეჯიბრში მალე ახალი ხმაც ჩაერთო ,,სურამის ციხესთან ისევ ატყდა ზარბაზნებისა და თოფების სროლა, ისევ იღვრებოდა ქართველის სისხლი ქართველისაგან...
ორ დღეს გაგრძელდა კიდევ ქორწილი, მესამე დღეს მაყრიონი კახეთისკენ გაეშურა, წაიყვანა პატარძალი და წაიღო სიყვარული ქვიშხეთის ღვინისა.
ამის შემდეგ, ყოველ შემოდგომაზე, აბაშიძეების მარანში ერეკლეს სახელზე ერთი დიდი ქვევრი ისხმებოდა და მეფეს თბილისში ეგზავნებოდა...

0 comments:
Post a Comment