November 14, 2013

ფოლიანტები

ფოლიანტები



 
საქართველოს თავზე მრავალ ქარტეხილს გადაუვლია.არც ჩვენი კუთხე ყოფილა გამონაკლისი.მას ახსოვს მონღოლთა,ოსმალთა თუ  ლეკთა  თარეში.სოფლის ეკლესიამონასტრებს და ციხეკოშკებს დღესაც აჩნიათ     ჟამთა სიავის კვალი....რუბრიკით  ,,ფოლიანტები"გთავაზობთ ჩვენი სოფლის          ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთებს




                                                           
ქვიშხეთის ბრძოლა


 
 1259 წლის ზაფხულში საქართველოში მეფე დავით ნარინის ხელმძღვანელობით მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. ყაენმა აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ არღუმ აღას სარდლობით დიდი ჯარი გამოგზავნა ქართველებმა დიდი მსხვერპლის ფასათ გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა დავით ნარინმა ბრძოლის გაგრძელება უიმედოდ მიიჩნია დასავლეთსაქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა,სადაც ის მეფედ დაადგინეს.1260–61 წლებში დავით ნარინის აჯანყებას მოჰყვა მეორე ამბოხი, რომელსაც დავით ულუ ხელმძღვანელობდა.ისტორიკოსების თქმით, აჯანყების მიზეზი მონღოლთა ბატონობის სისასტიკე, დიდი გადასახადები და სალაშქრო ბეგარა იყო.
 
ამბოხის საბაბი გახდა ყაენის ბრძანება, ქართველ მეფეს ლაშქართან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო მონღოლების ეგვიპტურ ლაშქრობაში.
 
დავით ულუმ სამხედრო თათბირი მოიწვია და განაცხადა: ,,არღარა მნებავს მონება თათართა" ლაშქრობაში უარის თქმა აჯანყებას ნიშნავდა. დიდებულების უმრავლესობამ მეფეს მხარი არ დაუჭირა, მისი ნებართვით დიდებულები ყაენთან გაემგზავრნენ თავიანთი ლაშქრით.დავით ული და მისი მომხრეები, მათ შორის სამცხის მთავარი, სარგის ჯაყელი, სამცხეში გადავიდნენ და ბრძოლის თადარიგს შეუდგნენ.
 
თბილისში მოსულ მონღოლ სარდალს არღუნ აღას ქართველი დიდებულები შეუერთდნენ. არღუნმა დავიტ ულუს მეუღლე გვანცა და ძე დიმიტრი დააპატიმრა. ისინი ურდოში გაგზავნა მეფემ მონღოლთა წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ 8000
მეომრის შეკრება მოახერხა და სარდლად სარგის ჯაყელი დაადგინა
 
არღუნ აღა 20 000 მეომრით სურამში დაბანაკდა. 6000 მეომარი გამოყო და მდინარე შოლასთან დააბანაკა.
 1260
წლის დეკემბერი იდგა. სარგის ჯაყელმა 1500 მეომარი ტაშისკრის ვიწოებიდან 
 
გამოიყვანა და მონღოლებს ქვიშხეთის მიდამოებთან შეებრძოლა. ქარტველებმა მტერი უკუაგდეს. მეორე დღეს სარგის ჯაყელის მეთაურობით ჯარმა სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი დატოვა, ტაშისკრის ვიწროებიდან გამოვიდა და მასზე გაცილებიტ მრავალრიცხოვან მტერს გაშლილ მინდორზე შეებრძოლა. ეს დიდი შეცდობა იყო. ბრძოლამ ამჯერად შინდარაში გადაინაცვლა მონღოლთა მხარეზე აღმოჩნდნენ ქართველი დიდებულები, რომლებიც რჩევებსაც კი აძლევდნენ მტერსწინა დღის გამარჯვებით გამხნევებული ქართველები მამაცურად იბრძოდნენ. ბრძოლის ბედის გადასაწყვეტად მონღოლებმა მათთვის ჩვეულ ხერხს მიმართეს. მოჩვენებით უკან დაიხიეს. ქართველები მათ გამოედევნენ, ამ დროს უკან ჩასაფრებულმა მტერმა ქართველებს ზურგიდან შემოუტია, უკან დახეულმა მონღოლებმა პირი იბრუნეს და ქართველები ალყაში მოაქციეს. დიდი მსხვერპლის ფასად ალყის გარღვევა მოხერხდა. დამარცხებულმა ქართველებმა სამცხეს შეაფარეს თავი. მეფე დავით ულუ მონღოლებმა ხელთ ვერ ჩაიგდეს, დამარცხებული მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
 ასე დასრულდა 1260 წლის დეკემბერში ბრძოლა ქვიშხეთის მიდამოებში.


0 comments:

Post a Comment