November 14, 2013

ბრინჯაოს ეპოქა

ბრინჯაოს ეპოქის ნივთები
          ქვიშხეთის ტერიტორიაზე შემთხვევით მოპოვებული ბრინჯაოსა და კერამიკული ნივთები ადასტურებენ მოსაზრებას იმის შესახებ რომ სოფელი ქვიშხეთი უძველესი დროიდან არის დასახლებული.
         სპილენძბრინჯაოს მეტალურგიის განვითარებაში მიღწეული დიდი ტექნიკური წინსვლა თვალსაჩინოთაა წარმოდგენილი იმ მრავალფეროვანი ნივთებით, რომლის ნიმუშები აღმოჩენილია ქვიშხეთის ტერიტორიაზე: საომარ და სამეურნეო იარაღები, ცულები, სატევრის პირები, ქამრის ბალთები, შუბის პირები, სატევარი სამკაულები, ბრინჯაოს საჭრეთელი, კერამიკული ნივთები.
         
ამ ნივთებით საკმაოდ გამოკვეთილადაა ჩამოყალიბებული ცივილიზაციის ელემენტები. პირველ რიგში, მარცვლეულის კულტურებზე აქცენტირებული მიწადმოქმედება და ლითონის დამუშავება.
 
       აქ ნაპოვნი ცულების ორი ტიპი გამოირჩევა: ყუა დაქანებული და ყუამილიანი, ისინი განეკუთნებიან ძვ. III ათასწლეულის მეორე ნახევარს, რომლებიც ამჟამად ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
         
ქვიშხეთში მოპოვებული არქეოლოგიური ნივთების უნიკალურობაზე მეტყველებს თუნდაც ის რომ გერმანიის ქალაქ ბოხუმში 2001–2002 წლებში მოწყობილ გამოფენაზე "საგანძური ოქროს საწმისის ქვეყნიდან" ასობით წარმოდგენილ ექსპონატებსა შორის განსაკუთრებული ადგილი სწორედ ქვიშხეთურ ექსპონატებს ეკავათ.
         
ქვიშხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავაფეროვანი არქეოლოგიური მასალა უდაოდ მოწმობს იმას, რომ ეს კუთხე უხსოვარი დროიდანაა დასახლებული და ჩართული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიულ პროცესებში
       
გთავაზობთ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებულ მასალათა ქსეროასლებს.











0 comments:

Post a Comment