მაცხოვრის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი


აგებულია XIX საუკუნის 60–იან წლებში. დგას სოფლის ცენტრში კოშკის უბანში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რუხი ქვიშა–ქვის კვადრებით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ნახევარ წრიული ფასადის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლის გვერდზე ნიშებია. სამხრეთ კედელში ორი სარკმლიდან ერთი მრგვალია. ჩრდილოეთისაში კი სამი თაღოვანი სარკმელია.
დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კაპიტელიან პილასტერს ეყრდნობა. დასავლეთის კედელში დატანილია კიბე, რომელიც პატრონიკეზე ადის. სამხრეთის ფასადზე შესასვლელს შემოვლებული აქვს ჩარჩო, რომლის გვერდითი მკლავები ქმნის ჯვარს. ზედა ლილვს თავზე სწორკუთხედში ჩასმული ჯვარი ადგას.
ტაძარი აღადგინეს 1992–93 წლებში. აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
II–მ.
ეკლესიის ეზოში დასაფლავებულია ნინო ყიფიანი
ქვიშხეთის კოშკი
აგებულია
XVII საუკუნეში. ცილინდრულია, ნაგე
ბია რიყის ქვით. ფასადზე გამოყენებულია თლი–
ლი ქვა,
ინტერიერში – აგური,ზედა ნაწილი დან–
გრეულია. შემორჩენილია სამი სართული, პირვე–
ლი სართული შიგნით ცილინდრულია, ზედა
სართულები ოთხკუთხაა. ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში დატანებულია ნახმარი წყლის გადასაღვრელი კერამიკული მილი. იატაკში ჩაფლული ყოფილა ქვევრები.
II და
III სართული საცხოვრებელი და სათავდაცვო სათავსეებია. მეორე სართულზე ყოფილა ბუხარი და სათოფურები. აქედან, როგორც ჩანს, გაყვანილი ყოფილა გვირაბი აბაშიძეების ციხესთან.
მთწმინდის დავით გარეჯის სახელობის მამათა მონასტერი
ქვიშხეთელთა მთავარი სალოცავი. მდებარეობს მთაწმინდააზე სოფლიდან 3 კმ–ის მანძილზე. აგებულია XIX საუკუნეში, კურტანიძის მიერ, როგორც ჩანს, უძველეს დროიდან არსებული სალოცავის ადგილზე. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. გარედან შემოსილია მუქი ქვიშა–ქვის თლილი კვადრებით. ამჟამად ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
ფერისცვალების ეკლესია
მდებარეობს სოფლის ჩრდილო–დასავლეთით, ადგილ ფერიცვალაზე, თარიღდება განვითარებული ფეოდა–ლური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ძირითადად თლილი შირიმის კვადრებით, ნაწილობრივ მუქი ქვიშა–ქვის კვადრებით, წყობა სწორხაზოვანია. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, შემორ ჩენილია ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი. უკანასკნელ წლებში, ტაძარი გაწმინდეს და გაასუფთავეს. გაწმენდისას არაერთი საინტერესო დეტალი გამოჩნდა, რაც საინტერესოს ხდის ეკლესიას.
ფერისცვალების კოშკი
დგას ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთით 30–40 მეტრზე. ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, ოთხსართულიანია, ზემოთკენ ვიწროვდება. პირველი სართულის დიდი ნაწილი ნანგრევებითაა ამოვსებული. კედელში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ნახევარწრიული ბუხარია. მეოთხე სართულის მხოლოდ ერთი მეტრი სიმაღლის კედლებია შემორჩენილი. კოშკი ოთხკუთხაა. როგორც ჩანს აგებულია XIV-XV საუკუნეებში.
მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია
მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფელ მონასტრის დასავლეთით ძველ სასაფლაოზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია, დანგრეულია ჩრდილოეთის კედელი, ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით, ნაგებია დიდი ზომის კირქვით, მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, ფასადებზე ქვების წყობა სწორხაზოვანი და ჰორიზონტალურია.
ბეღლითის წმინდა გიორგის ეკლესია
დგას სოფლის ჩრდილო–აღმოსავლთით სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია. ნაგები ქვიშაქვით. კამარა და კონქი ხისაა. შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. შესასვლელი ორია, სამხრეთი და დასავლეთი. ნახევარ–წრიული ფსიდის ღერძზე გაჩრილია თაღ–ოვანი სარკმელი, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია.
ეკლესიის ფასადები შეღებილი და შეთეთრებულია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი შეღრმავებულ სწორკუთხედშია ჩასმული, ხოლო არქიტრავის თავზე პატარა თაღოვანი შეღრმავებაა. კედლბი დასრულებულია ქვიშაქვის მარტივ პროფილიანი ლავგარდანით. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.
0 comments:
Post a Comment